ვირჯილ ვან დეიკი: კუმანი დიდებული სპეციალისტია

"ძალიან დამწუხრებულები ვართ, ეროვნული ნაკრებიდან, ასეთი დიდებული მწვრთნელის წასვლის გამო. ეს გულწრფელი გრძნობაა. შეგიძლიათ ამის შესახებ, გუნდის თითოეულ მოთამაშეს ჰკითხოთ, ყოველი მათგანი იგივე პასუხს გაქცემთ. "ბარსელონა" მისთვის დიდი ოცნება იყო. ეს არის კორონავირუსის დრო, რომელსაც უამრავი ფაქტორი ახლავს თან, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ვერ შედგა... როდესაც ასეთი შესაძლებლობა ჩნდება, მე შემიძლია მისი გაგება."
"მასთან დარჩენაზე საუბარი, არ მიცდია. რა თქმა უნდა, გარკვეული კომუნიკაცი გვქონდა. არავინ მოელოდა, რომ ყველაფერი ასე მალე მოხდებოდა, თუმცა მის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ახლა გზა უნდა გავაგრძელოთ."-ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს გამოცემა Goal
შეგახსენებთ, რონალდ კუმანი ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 2018-2020 წლებში მუშაობდა.