Telefoot : კომანი "პარი სენ-ჟერმენის" შესახებ საუბრობს

"ეს რთულია. თუ ნეიმარი მარცხენა ფლანგზე თამაშობს... არა, ეს შეუძლებელია. "პარი სენ-ჟერმენი" ჩემს გეგმებში არ შედის. მომავალი 8-10 წელი მაღალ დონეზე თამაშს ვაპირებ, სწორედ ამიტომ ეს კარები არ უნდა დახურო. მაქვს გარკვეული მოგონებები, რომელიც ბავშობას უკავშირდება. არის ცუდი მოგონებებიც, თუმცა "პარი სენ-ჟერმენზე" მხოლოდ კარგ მოგონებებს ვინახავ საკუთარ გონებაში. ჩემთვის "პსჟ" მუდამ საყვარელ გუნდად დარჩება. მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ამ გუნდიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. რომ არა ეს გადაწყვეტილება, ალბათ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ შევძლებდი. ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა ყოველთვის მქონდა განცდა, რომ საკუთარი საფეხბურთო მახასიათებლები მაძლევდა იმის საშუალებას, დიდ კლუბში მეთამაშა."-ციტირებს გამოცემა Telefoot კინგსლი კომანის სიტყვებს.