«ოკლაჰომამ» «ჰიუსტონს» გაუთანაბრა

«ოკლაჰომამ» «ჰიუსტონს» გაუთანაბრა NBA-ს პლეი ოფის 1/8 ფინალური ეტაპის მეექვსე შეხვედრაში «ოკლაჰომამ» «ჰიუსტონის» დამარცხება მოახერხა და სერიის ანგარიში გაათანაბრა.

«ოკლაჰომას» შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი კრის პაული გახდა, რომლის ანგარიშზეც 28 ქულა, 7 ართმევა და 3 ასისტია. «ჰიუსტონ როკეთსიდან» თავის გამოჩენა ჯეიმს ჰარდენმა მოახერხა, კალიფორნიელი კალათბურთელის მონაგარი 32 ქულა, 8 ართმევა და 7 შედეგიანი გადაცემაა.

NBA პლეი-ოფი
1/8 ფინალური ეტაპი


მეექვსე მატჩი

«ოკლაჰომა» — «ჰიუსტონი» — 104:100 (24:25, 24:26, 29:24, 27:25)

სერიის ანგარიში: 3-3


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.