იბრაჰიმოვიჩი: მილანი ტიტულებისთვის ბრძოლას აპირებს

იბრაჰიმოვიჩი: მილანი ტიტულებისთვის ბრძოლას აპირებს "მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში 2020/2021 წლის მოახლოებული საფეხბურთო სეზონის შესახებ საუბრობს. ვეტერანი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ იტალიური კლუბი ტიტულებისთვის ბრძოლას აპირებს.

"მილანმა" ზუსტად ისე უნდა განაგრძოს თამაში, როგორც ამას განვლილი სეზონის ბოლოს დემონსტრირებდა. უნდა ვიყოთ საკუთარ თავში თავდაჯერებულები და უნდა გვახსოვდეს, რომელი გუნდის მაისურს ვატარებთ. ეს არამხოლოდ დიდი პატივია, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც. გუნდის თითოეულმა მოთამაშემ კარგად გაითავისა, თუ რად ღირს გამარჯვებისთვის ბრძოლა. ახლა, პირველივე დღიდან მოყოლებული, გულმოდგინე მუშაობა გვმართებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერჯერობით არაფერი მოგვიგია. ეს მუდამ გონებაში მაქვს. ახალ სეზონში ეს უნდა შევძლოთ!"-ციტირებს გამოცემა Football Italia ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს.

განვლილ სეზონში, "მილანმა" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი დაიკავა. გუნდი ევროპის ლიგის საგზურისათვის საკვალიფიკაციო მატჩებს გადის. 17 სექტემბერს "როსონერი" "შემროკ როვერს" შეერკინება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.