ბოთასი: ბრძოლა გრძელდება

ბოთასი: ბრძოლა გრძელდება "მერსედესის" პილოტი ვალტერ ბოთასი მიიჩნევს, რომ ფორმულა 1-ის ტიტულისათვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ მან გამოცემა Crash-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"რაც ჩემს ძალებშია ყველაფერს ვაკეთებ. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ეს ფაქტია. წინ მრავალი რბოლაა დარჩენილი. არ დაგავიწყდეთ, რომ სილვერსტოუნში ქულის გარეშე, საბურავის პრობლემის გამო დავრჩი. არ ვნებდები, ასე რომ ყოფილიყო სახლში დავრჩებოდი. ვაგრძელებ მუშაობას და ვეცდები ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენო. ისღა დამრჩენია, ყველაფერი იდეალურად გავაკეთო." - ციტირებს ბოთასის სიტყვებს გამოცემა Crash.

შეგახსენებთ, ბელგიის გრან-პრის მსვლელობის დროს, ზემოხსენებულმა პილოტმა გერმანული გუნდიდან მიიღო მითითება, რომ ლუის ჰამილტომთან ბრძოლაში არ გამოეყენებინა ე.წ გასწრების რეჟიმი, თუმცა თავად ბოთასი ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ