«კოლორადომ» «დალასის» დამარცხება მოახერხა

«კოლორადომ» «დალასის» დამარცხება მოახერხა დასავლეთ კონფერენციის 1/2 ფინალური ეტაპზე «კოლორადომ» «დალასთან» სერიის ანგარიშის შემცირება მოახერხა. «ეველანშმა» «დალასი» ანგარიშით — 6:3 დაამარცხა.

მას შემდეგ რაც ბენ ბიშოპმა 4 შაიბა გაუშვა «სტარსის» შემადგენლობაში ცვლილებაზე რუსი გოლკიპერი ანტონ ხუდობინი შემოვიდა. ამ უკანასკნელმა დარჩენილ 58 წუთში დარტყმული 22-დან 20-ს მოგერიება შეძლო.

NHL 1/2 ფინალი
დასავლეთ კონფერენცია


მეხუთე მატჩი

«კოლორადო» — «დალასი» — 6:3 (5:0, 1:2, 0:1)

გოლები: ბელმარი — 2 (ო'კონორი, ნიეტო), 4:37 — 1:0. ბურაკოვსკი — 5 (რანტანენი, მაკარი), 11:51 — 2:0. მაკკინონი — 8 (კომფერი, გრეივსი), 12:32 — 3:0. კადრი — 8 (ნიჩუშკინი, ლანდესკუგი), 13:43 — 4:0. რანტანენი — 6 (ჟირარი, ბურაკოვსკი), 14:27 — 5:0. პაველსკი — 8 (იანმარკი, გურიანოვი), 27:50 — 5:1. ჰეისკანენი — 4 (გურიანოვი, ჰინტსი), 37:31 — 5:2. ბურაკოვსკი — 6 (მაკკინონი), 38:04 — 6:2. ბენი — 5 (გურიანოვი, ჰეისკანენი), 54:12 — 6:3.

მეკარეები: ჰატჩინსონი — ბიშოპი (ხუდობინი, 13:43, 54:20 — 59:40).

ჯარიმები: 18 — 38.

დარტყმები: 41 (23+15+3) — 34 (5+11+18).

სერიის ანგარიში: 2-3
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.