იბრაჰიმოვიჩი: "მილანში" თავს ბედნიერად ვგრძნობ

"საკუთარ თავს, მუდამ ვგრძნობდი "მილანის" შემადგენელ ნაწილად, მაშინაც კი როდესაც სხვა კლუბის ღირსებას ვიცავდი. აქ ყოველთვის კარგად მექცეოდნენ. როდესაც მილანში პირველად მოვხვდი გავიღიმე. ფეხბურთში, ამას არასდროს არ ვაკეთებდი. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ავირჩიე 11 ნომერი, რადგანაც გულშემატკივარი სწორედ 11 ნომრიანი მაისურით მიცნობს. 21 ნომრიანი მაისურით, საკუთარ თავს იმრაჰიმოვიჩად ვერ აღვიქვამდი, ამიტომ თხოვნით მივმართე ხელმძღვანელობას, ძველი ნომერი დაებრუნებინათ."
"აქ იმისთვის ვარ მოსული, რომ "მილანი" დავაბრუნო იმ დონეზე, რა დონესაც ეს კლუბი იმსახურებს. დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებ. გულმოდგინე მუშოაბა გვმართებს. "მილანმა" ბოლო ნახევარწელიწადში კარგად წარმოაჩინა, რომ საამისოდ ყველა რესურსი აქვს."-ციტირებს იტალიური კლუბის პრესს-სამსახური ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს.