სერხიო აგუერომ ვარჯიშები განაახლა

სერხიო აგუერომ ვარჯიშები განაახლა «მანჩესტერ სიტის» თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც არგენტინელი ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ პირველად ატარებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ 32-წლის ფორვარდმა ივნისის ბოლოს მუხლზე მძიმე ტრავმა მიიღო და 2019/20 წლის დარჩენილი სეზონი გაუცდა. არგენტინელს ოპერაცია გაუკეთეს და მას შემდეგ პირველად შეძლო მოედანზე დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სერხიო აგუერომ «მანჩესტერ სიტის» მაისურით ჯამში 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 32-წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 23 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ