კიმი რაიკონენი: ძალიან ცუდი სტარტი გვქონდა

"ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ რაღაც დადებითი მომენტები გვქონდა. თუ ჩვენ ქულებს ვერ გამოვიმუშავებთ, მაშინ სიხარულიც უადგილო იქნება. ამ თვალსაზრისით, მეთერთმეტე ადგილსა და ბოლო ადგილს შორის, არანაირი განსხვავება არ არსებობს.
"სტარტი ძალიან ცუდი გვქონდა, რაღაც მიზეზების გამო, ჩაირთო სისტემა, რომელიც ძრავს არ თიშავდა. ამ დასაწყისის შემდეგ, ნორმალური ტემპი შევინარჩუნეთ, თუმცა მარტო ეს ტემპი საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ხსენებული რბოლა, უფრო მაღალ ნიშნულზე დაგვესრულებინა."-ციტირებს გამოცემა Planet F1კიმი რაიკონენის სიტყვებს.