ESPN: ნაპოლი კულიბალის ტრანსფერში 70 მილიონ ევროს ითხოვს

ESPN: ნაპოლი კულიბალის ტრანსფერში 70 მილიონ ევროს ითხოვს საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ცენტრალური მცველი, სენეგალელი კალიდუ კულიბალი, შესაძლოა მანჩესტერ "სიტის" შემადგენლობაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა ESPN ავრცელებს. წყაროდ კი La Gazzetta dello Sport-ს იშველიებს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, იტალიური კლუბის მესვეურებს, ხსენებული ტრანსფერით 70 მილიონი ევროს მიღება სურთ. "სიტის" დირექცია კი მიიჩნევს, რომ ეს თანხა ძალზედ გაბერილია. ფეხბურთელი თავად აპირებს კლუბის ხელმძღვანელობას სატრანსფერო ფასის დაკლებაზე დაელაპარაკოს, ვინაიდან დაინტერესებულია სიტის შემადგენლობაში გადასვლით -აღნიშნავს გამოცემა.

მანჩესტერ "სიტიმ" ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. წყაროს მტკიცებით, კალიდუ კულიბალი წლიური გასამრჯელოს სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს. 2019/2020 წლის სეზონში, ხსენებულმა მცველმა "ნაპოლის" მაისურით 25 მატჩი ჩაატარა. სულ 7 ყვითელი ბარათი მიიღო. 2014 წლამდე ეს ფეხბურთელი "გენკის" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება მოქმედ ხელშეკრულებას იგი 2023 წლამდეა გათვალისწინებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.