ლიონელ მესი «ბარსელონას» ვარჯიშებს არ ესწრება

Marca იტყობინება, რომ 31 აგვისტოს დაგეგმილ ვარჯიშზე 33-წლის არგენტინელი ფორვარდი არ გამოცხადდა. როგორც ირკვევა, ლიონელ მესი არც ესპანეთის ჩემპიონატის სტარტზე არ იქნება კატალონიელთა შემადგენლობაში.
თავის მხრივ «ბარსელონა» დღემდე იმედოვნებს, რომ არგენტინელი ფორვარდი კლუბის დატოვების პოზიციას შეცვლის.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონტრაქტის მიხედვით თუ ფეხბურთელი 11-დან 30 დღემდე გააცდენს ჯამაგირის 25%-ით დაჯარიმდება.
2019.20 წლების სეზონში 33-წლის არგენტინელმა ფორვარდმა კატალონიელების შემადგენლობაში 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ლიონელ მესის ანგარიშზე 31 გოლი და 24 შედეგიანი გადაცემაა. თავდამსხმელს მოქმედი კონტრაქტი ესპანელებთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.