პირველად ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის გარეშე

პირველად ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის გარეშე ჩემპიონთა ლიგის ისტორიის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც 1/2 ფინალურ ეტაპზე ესპანეთიდან, ინგლისიდან და იტალიიდან არცერთი გუნდი არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულ ინფორმაციას Gracenote Live ავრცელებს ტვიტერის საკუტარ გვერდზე.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისტორიაში პირველად ერთდროულად ორმა ფრანგულმა გუნდმა მოახერხა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალურ ეტაპზე გასვლა.

მანჩესტერ სიტის დამარცხებით ლიონი ბოლო 1/2 ფინალისტი გახდა.

18 ავგვისტო: «ლაიპციგი» - «პსჟ» (სტადიონი: ეშტადუ დუ ბენფიკა)
19 აგვისტო: «ლიონი» - «ბაიერნი» (სტადიონი: ჟოზე ალვალადე)
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს ეშტადუ დუ ბენფიკაზე გაიმართება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ