ნიკოლო სკირა: ხამესი "ევერტონის" რიგებში 4 წლით მიდის

მოცემულ მომენტში, მუშაობა ბოლო დეტალებზე მიმდინარეობს. ტრანსფერი უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება. 29 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას, მომავალ კვირას გაივლის - აცხადებს სკირა.
#JamesRodriguez is getting closer to #Everton. Ready 4-year contract. Last details with #RealMadrid to finalize the deal. #Toffees are confident to close. #transfers #EFC https://t.co/yKGj5bipgm
— Nicolò Schira (@NicoSchira) August 31, 2020
ხამეს როდრიგესი "სამეფო კლუბის" რიგებში 2014 წლიდან ასპარეზობს. 2019/2020 წლის სეზონში მან 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გატანილი გოლითაც გამოირჩა. გამოცემა Transfermarkt ფეხბურთელს 32 მილიონ ევროდ აფასებს. არენდის ხელშეკრულების საფუძველზე, მან ორი წელი მიუნხენის "ბაიერნშიც" დაჰყო.