ლოკომოტივის მეტოქე მოსკოვის «დინამო» იქნება

ლოკომოტივის მეტოქე მოსკოვის «დინამო» იქნება ევროპის ლიგის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში თბილისის «ლოკომოტივის» მეტოქე მოსკოვის «დინამო» იქნება. ქართული კლუბი მოსკოველებს 17 სექტემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 23 წლის მანძილზე ეს ქართული და რუსული კლუბების პირველი დაპირისპირებაა. ამ ქვეყნების გუნდები ბოლოს 1997 წლის 21 ივნისს ინტერტოტოს თასზე შეხვდნენ ერთმანეთს.

წლების წინ გამართული მატჩი «მერანი-91»-მა «ლუჟნიკის-ტორპედოსთან» ანგარიშით 2:0 დათმო.

თბილისის ლოკომოტივმა პირველ რაუნდში რუმინული კრაიოვა დაამარცხა 2:1.
კრაიოვასთან შეხვედრაში თავის გამოჩენა 57-ე წუთზე სიხარულიძემ, ხოლო 61-ე წუთზე ულად ომარიმ მოახერხა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.