"რენოს" პილოტი: საკმაოდ ამბიციური მიზნები გვაქვს

"რენოს" პილოტი: საკმაოდ ამბიციური მიზნები გვაქვს "რენოს" პილოტი დანიელ რიკარდო, ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, რომ იტალიის გრან-პრის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია მისი გუნდი პოდიუმზე მოხვდეს. ავსტრალიელი მრბოლელი ასევე აღნიშნავს, რომ მას გუნდის ხელმძღვანელთან სირილ აბიტებულთან სანაძლეოც კი ჰქონდა დადებული. ეს უკანასკნელი ტატუს გაიკეთებდა თუ რიკარდო "რენოს" პოდიუმზე მოხვედრას უზრუნველჰყობდა.

"ვფიქრობ, სირილს წინ დიდი ნერვიულობა ელის. სულ ახლახანს ვნახე იგი და ვუთხარი, რომ მზად უნდა იყოს. გასულ სეზონში ჩვენთვის ეს ტრასა კიდევ უფრო ძლიერი გახდა. თუ უფრო მეტ სისწრაფეს გამოვიჩენთ პოდიუმზეც მოვხვდებით. რა თქმა უნდა, არ მსურს მოვლენებს წინ გავასწრო, თუმცა ვფიქრობ, რომ საკმაოდ ამბიციურები მიზნებით მივემგზავრებით ხსენებულ ტურნირზე.

სისასტიკეს არ გამოვიჩენ. არ ვაიძულებ სირილს რეზინის იხვის ან მსგავსი რამის ტატუ გაიკეთეოს. ალბათ ეს იქნება, ტრასა ან ქალაქი, სადაც ჩვენ პოდიუმს ავიღებთ. ამის შესახებ მას შემდეგ ვიფიქრებ, როდესაც დასახულ მიზანს მივაღწევთ."
-ციტირებს Autosport დანიელ რიკარდოს სიტყვებს.

ბელგიის გრან-პრის დროს რიკარდომ მეოთხე პოზიცია დაიკავა. პოდიუმზე მოსახვედრად, მას სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.