ვილნიოვი: "ფერარისათვის" ეს წელი, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა

ესპანელი პილოტი მუდამ გამოირჩეოდა ღია, გახსნილი საუბრით და არასდროს არ ერიდებოდა იმ გუნდის კრიტიკას, სადაც კი ასპარეზობდა. სებასტიან ფეტელი, შარლ ლეკლერი და მათია ბინოტო კი უფრო სიტყვაძუნწობით გამოირჩევიან, როდესაც საქმე ეხება "გრან-პრიზე" მორიგ წარუმატებელ გამოსვლას.
"ფერარისათვის" ეს წელი, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. სინამდვილეში რაღაც გაუგონარი რამ ხდება. მოცემულობა, იწვევს სტრესს და აღშფოთებას იმ ადამიანებში, რომლებიც ძალიან მალე "სკუდეიროს" დატოვებენ. ალონსო დიდ მადლობას გადაუხდის რიკარდოს "რენოში" შენახული ადგილის გამო, თუმცა მე ვისურვებდი, რომ მას ესაუბრა "ფერარის" შესახებ და არა ფეტელს." - ციტირებს ექს-მრბოლელის სიტყვებს გამოცემა GPblo.