ESPN: "იუნაიტედს" დაიო უპამეკანო სურს

ESPN: "იუნაიტედს" დაიო უპამეკანო სურს მანჩესტერ "იუნაიტედი" დაინტერესებულია, საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" უკანახაზელის დაიო უპამეკანოს შეძენით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ESPN ავრცელებს. წყაროს თანახმად, "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი (სულშერი) დაცვის გაძლიერებას გეგმავს. მისი სურვილია ჰარი მაგუაიერს შესაბამისი მეწყვილე მოუძებნოს.

ივლისის თვის ბოლოს, დაიო უპამეკანომ "ლაიპციგთან" არსებული ხელშეკრულება გაახანგრძლივა. 21 წლის ფეხბურთელი, ახალი კონტრაქტის თანახმად, გერმანულ კლუბში 2023 წლის 30 ივნისამდე უნდა დარჩეს. პრესაში გაჟღერებული ცნობებიდან ირკვევა, რომ ხსენებული ფეხბურთელის მომსახურებით არაერთი ევროპული ტოპ-კლუბია დაინტერესებული. მათ შორის სახელდებიან : მიუნხენის "ბაიერნი", მადრიდის "რეალი", კატალონიის "ბარსელონა", ლონდონის "ჩელსი", "არსენალი" და "მილანი".

უპამეკანო "ლაიპციგის" შემადგენლობაში 2017 წლიდან გვევლინება. მანამდე იგი "ზალცბურგში" ასპარეზობდა. ბუნდესლიგის გასულ სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მიიღო 7 ყვითელი ბარათი და 1 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. გამოცემა transfermarkt აღნიშნულ ცენტრალურ მცველს 45 მილიონ ევროდ აფასებს

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.