დეშამი: მბაპე რობოტი არ არის

დეშამი: მბაპე რობოტი არ არის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კილიან მბაპეს შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, მბაპეს წარუმატებელ ასპარეზობას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რომლის არგათვალისწინება დაუშვებელია.

"იმ მომენტიდან, როდესაც "პარი სენ-ჟერმენმა" დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, დაიწყო ღია კრიტიკა კილიან მბაპეს და ნეიმარის მისამართით. ისინი განეკუთვნებიან ფეხბურთელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც ევალებათ თამაშის საკუთარ თავზე აღება და წარმატების მოპოვება. კილიანი ეს კილიანია. იგი არ არის რობოტი. მბაპემ ბრწყინვალე სამუშაო გასწია, თუმცა იყო მომენტები რა დროსაც უკეთ თამაში მართებდა. აუცილებელია კონტექსტის გათვალისწინება. მან მიიღო ტრავმა, უცაბედი დაბრუნება კი გარკვეულ ზემოქმედებას აუცილებლად იქონიებდა მის თამაშზე, როგორც ნახევარფინალში, ისე ფინალში."-ციტირებს დიდიე დეშამის სიტყვებს გამოცემა Goal.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ პაექრობაში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და პარი სენ-ჟერმენი ხვდებოდა. მატჩი გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0-1 დასრულდა. "ბაიერნმა" ხსენებული გამარჯვების წყალობით, მეექვსედ მოიპოვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.