ტაისონ ფიური ენტონი ჯოშუასთან ბრძოლისთვის მზადაა

«თუ უაილდერთან ბრძოლა არ გაიმართება მოდით დეკემბერში ჯოშუასთან მოვაწყოთ შეხვედრა. რატომაც არა? ეს კრივია, დავიწყოთ! მზად ვარ ახლავე შევუდგე მოსამზადებელ სამუშაოებს.
შემიძლია ჯოშუას დღეს საღამოსვე შევხვდე. მზად ვარ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვეჩხუბო», – ციტირებს ფიურის სიტყვებს boxingscene.
შეგახსენებთ, რომ ფიურისა და ჯოშუას გუნდებმა უკვე მიაღწიეს ორ-მატჩიანი დუელის შესახებ შეთანხმებას, რომელიც 2021 წლისთვისაა დაგეგმილი.