მიქაელ ბრაგა: მირანჩუკი იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდება

მიქაელ ბრაგა: მირანჩუკი იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდება როგორც ცნობილია მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ალექსეი მირანჩუკი, მომავალ სეზონში იტალიური საფეხბურთო კლუბის "ატალანტას" ღირსებას დაიცავს. ხსენებულ ფაქტს ეხმიანება ცნობილი ჟურნალისტი - მიქაელ ბრაგა.

"მირანჩუკმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოცემულ მომენტში ევროპაში მის წასვლას ითვალისწინებს. ახლა მას ისეთი ასაკი აქვს, აუცილებელია საკუთარი ძალები ევროპულ ჩემპიონატებში მოსინჯოს. მირანჩუკს "ატალანტაში" უფრო დიდი პერსპექტივები აქვს, ვიდრე ახლანდელ "ლოკომოტივში". შესაძლოა ეს მისი განვითარებისთვის ძალიან კარგი ადგილი აღმოჩნდეს."

"ჩვენ ვხედავთ, რომ "ატალანტა" შემტევ ფეხბურთს დემონსტრირებს, მოთამაშეები კი ამ გუნდში საკუთარ პოტენციალს ბოლომდე ავლენენ. ალბათ, ამ გუნდს გაუჭირდება მომავალ სეზონში ანალოგიური სიურპრიზი შემოგვთავაზოს, თუმცა მირანჩუკი ჩემი აზრით სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. რა თქმა უნდა, მას უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც შეუძლია წარმატებული გამოსვლა."
-ციტირებს Евро-Футбол.Ру მიქაელ ბრაგას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.