"ლაციოს" პრესს-სამსახური: იმობილემ კონტრაქტი გაახანგრძლივა

"ლაციოს" პრესს-სამსახური: იმობილემ კონტრაქტი გაახანგრძლივა რომის "ლაციოს" თავდამსხმელი ჩირო იმობილე, საკუთარ კლუბთან მოქმედ ხელშეკრულებას, კიდევ 5 წლით ახანგრძლივებს. ამ ინფორმაციას "რომაელების" პრესს-სამსახური, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ზემოხსენებული ფეხბურთელი, წლიური გასამრჯელოს სახით, 4 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე გათვალისწინებულია ე.წ ბონუსები. როდესაც კონტრაქტი ამოიწურება, ფეხბურთელი 35 წლის ასაკის იქნება. იტალიელი შემტევი "არწივების" რიგებში 2016 წლიდან ირიცხება. განვლილ სეზონში "ლაციო" სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილს დასჯერდა. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ დედაქალაქურ კლუბში თამაში -კარიერის დასრულებამდე სურს.

2019/2020 წლის სეზონში იმობილე ევროპული საფეხბურთო ლიგების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. არის "ოქროს ბუთსის" გამარჯვებული. ხსენებულ პაექრობაში მეორე ადგილზე "ბაიერნის" პოლონელი შემტევი - რობერტ ლევანდოვსკი გავიდა. სეზონის დასასრულს მან 34 გატანილ გოლს მოუყარა თავი. კრიშტიანუ რონალდუს აქტივში 31 გოლი ფიქსირდებოდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ