ლიონმა მანჩესტერ სიტის მოუგო და 1/2 ფინალში გავიდა

შეხვედრის მეორე ტაიმში კევინ დე ბრუინემ მოახერხა წონასწორობის აღდგენა.
შეხვედრის 75-ე წუთზე ლიონის რიგებში ცვლილებაზე მუსა დემბელე შემოვიდა. ოთხი წუთის შემდეგ ამ უკანასკნელმა ფრანგების დაწინაურება, ხოლო კიდევ 8 წუთში დუბლის გაფორმება მოახერხა.
მსოფლიოში კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო ჩემპიონთა ლიგის მატჩები 1/4 ფინალური ეტაპიდან მოყოლებული 1 შეხვედრით შემოიფარგლება. ამრიგად დღევანდელი გამარჯვებით ფრანგებმა 1/2 ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება შეძლეს და მიუნხენის ბაიერნთან შეხვედრისთვის მოემზადებიან.
რეკორდმაისტერმა 1/4 ფინალურ ეტაპზე კატალონიელები გამანადგურებელი ანგარიშით 8:2 დაამარცხა. ლიონისა და მიუნხენური გრანდის დუელი 19 აგვისტოს გაიმართება.
მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ლაიპციგსა და პსჟ-ს შორის კი 18 აგვისტოს შედგება.
ფინალს ლისაბონი 23 აგვისტოს უმასპინძლებს.