ფაბრიციო რომანო: "აიაქსი" მანჩესტერ "იუნაიტედის" წინადადებას დათანხმდა

"აიაქსმა" ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე მიიღო "წითელი ეშმაკების" სატრანსფერო წინადადება, რომელიც მოცულობით - 40 მილიონი ევროს ტოლფასი იყო. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ეგრედ წოდებულ ბონუს სისტემასაც.
Van de Beek to Man United, here we go! Man Utd tonight as expected have sent their official bid and Ajax just accepted without any negotiation. Agreement reached for €40m + add ons. Paperworks and medicals on next week. 🔴 #MUFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 30, 2020
📲 More details: https://t.co/NnU6Sy9R76
უახლოეს დღეებში ფეხბურთელი ინგლისში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხსენებული ტრანსფერიც ოფიციალურად დადასტურდება. ფეხბურთელის ხელში ჩაგდება სურდა კატალონიის "ბარსელონასაც". მისით უშუალოდ იყო დაინტერესებული კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელი - რონალდ კუმანი.
23 წლის ვან დე ბეკი, ამსტერდამის "აიაქსის" აღზრდილი ფეხბურთელია. გასულ სეზონში მან ჰოლანდიის ჩემპიონატის 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 8 გატანილი გოლით და განახორციელა 6 შედეგიანი გადაცემა. მთლიანობაში ფეხბურთელმა 3 ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება მოქმედ კონტრაქტს, იგი 2022 წლამდეა გათვალისწინებული.