«პსჟ»-მ ტიაგო სილვას კონტრაქტი დაგვიანებით შესთავაზა

«პსჟ»-მ ტიაგო სილვას კონტრაქტი დაგვიანებით შესთავაზა El Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «პსჟ» ტიაგო სილვასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობდა, თუმცა ფეხბურთელის აგენტის თქმით, ფრანგული კლუბი მაშინ დაუკავშირდა ბრაზილიელს, როდესაც ლონდონის «ჩელსისთან» შეთანხმება უკვე მიღწეული იყო.

ლეონარდომ («პსჟ»-ს სპორტული დირექტორი) ტიაგოს დაურეკა და უთხრა, რომ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენა შეეძლო, თუმცა იმ მომენტისთვის «ჩელსისთან» კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებული იყო და უკან დასახევი გზაც არაღ არსებობდა», — განაცხადა ტონიეტომ.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვამ ლონდონელებთან 1 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ბრაზილიელს დამატებით 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნება.

35-წლის ფეხბურთელი «პსჟ»-ს ღირსებას 2012-დან 2020 წლამდე იცავდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.