ვიტალი პეტროვი: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას

ვიტალი პეტროვი: დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ვიტალი პეტროვი, დანილ კვიატის შესახებ საუბრობს.

"ვფიქრობ, კვიატის შეცვლა სხვა პილოტით, ამ სეზონში არ მოხდება. იგი თავს მშვიდად გრძნობს, აუცილებელია ბოლომდე დავაკვირდეთ მის შედეგებს. რეზულტატი შესაძლებელია სულ სხვანაირი აღმოჩნდეს. "ფორმულა1"-ში მუდამ დადის სხვადასხვა ჭორები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხელშეკრულება ერთწლიანია. ამის შესახებ "რედ ბულიც" საუბრობს. ვფიქრობ, რომ პილოტები ამ წნეხს გაუძლებენ, ასევე ხაზგასასმელია აგენტების როლიც. სეზონი საკმაოდ ხანგრძლივია, შესაძლებელია დანიმ მასში გარდატეხა შეიტანოს. რამდენიმე რბოლა უნდა დავიცადოთ."

"კვიატის გულშემატკივრების კარგად მესმის. თავად ვიყავი ფორმულა1-ის პილოტი და ვიცი, თუ რამდენი ნიუანსია ისეთი, რაც შორიდან არ ჩანს. ჩვენ ნახევარიც კი არ ვიცით, იმის თუ რა ხდება შიგნით. ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც მხოლოდ ხელმძღვანელობამ უნდა თქვას ან თავად დანიმ. პრობლემა გარე და შიდა ფაქტორების ერთობლიობაშია. ყველაფრის თქმა კვიატსაც არ შეუძლია, ამას კონტრაქტი ავალდებულებს. "ფორმულა 1"-ში ყველა ნიუანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველ გავლილ კილომეტრს... თუ პარტნიორი პარასკევს მეტ მანძილს გაივლის, მორჩა უპირატესობა მის მხარესაა. ქომაგმა ამ დროს გუნდის ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს, რათა მათ აუხსნან მოცემულობა. სხვათაშორის, ფრანც ტოსტიც დანის დაცვით გამოირჩა და მის სისწრაფეებზე გაამახვილა ყურადღება."-ციტირებს გამოცემა Sportbox ვიტალი პეტროვის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.