პოლ მერსონი : მესის საუკეთესო დღეები უკვე ჩავლილია

პოლ მერსონი : მესის საუკეთესო დღეები უკვე ჩავლილია ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი პოლ მერსონი, გამოცემა Daily Star-თან მიცემულ ინტერვიუში, ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. მისი განცხადებით, მესი უკვე აღარ ითვლება მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ და შესაბამისად მასში დიდი თანხის გადახდა, დიდ საფრთხეებთან ასოცირდება.

"ლიონელ მესი უკვე აღარ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ღირს მასში 500 მილიონი ევროს გადახდა, იმისათვის რომ ფეხბურთელის კარიერულ დაღმასვლას ვუყუროთ? მინდა, რომ სწორად გამიგოთ, მესი პლანეტის მასშტაბით, ფენომენალური ფეხბურთელი იყო, თუმცა დრო მიდის. ახლა მისი გაფორმება ამხელა თანხის სანაცვლოდ - ძალიან დიდი რისკის მატარებელია. მისი საუკეთესო დღეები წარსულში დარჩა."

"თუ მას სერიოზულად სურს სხვა ლიგაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ეს კარგია. მაგრამ ამ შემთხვევაში იგი უნდა დათანხმდეს ნაკლებ სახელფასო მოთხოვნებს. ის უკვე არის ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენი მთელ მსოფლიოში. მას ფული აღარ სჭირდება."-ციტირებს Daily Star ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.