ალონსო: მესის ახალი გამოწვევები ესაჭიროება

ალონსო: მესის ახალი გამოწვევები ესაჭიროება წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ჩაბი ალონსო ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებს.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ იგი ემოციებს მიყვება. ახლა იგი მივიდა იმ აზრამდე, რომ რაღაც ახალი სჭირდება, რაღაც ისეთი რაც მას დაეხმარება ფეხბურთისაგან კვლავ აბსოლუტური სიამოვნება მიიღოს. ასეთ გადაწყვეტილებებს თან უნდა ერთვოდეს ყველაფრის კარგად გააზრება. ყველაფერი მაშინ დამთავრდება, როდესაც მესი ახალ მაისურს მოირგებს. წარმოუდგენელი მაშინ ხდება აღქმადი, როდესაც იგი ხორციელდება." - ციტირებს გამოცემა Sport Bild ჩაბი ალონსოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას აცნობა, რომ კლუბის დატოვება სურს. არგენტინელი შემტევისათვის ბრძოლაში მთავარი პრეტენდენტი მანჩესტერ "სიტია". პეპ გვარდიოლა უკვე ბარსელონაში იმყოფება. მესისთან შეხვედრა კი უახლოეს პერიოდში იგეგმება, რა დროსაც მხარეები სამომავლო საკითხებზე იმსჯელებენ -აღნიშნავს გამოცემა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.