«დენვერმა» «იუტა» დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა

დენვერ ნაგეტსის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ჯამალ მარეი გახდა, კალათბურთელმა «ჯაზთან» შეხვედრაში 50 ქულის მოგროვება შეძლო. «იუტას» რიგებში 44 ქულით თავის გამოჩენა გუნდის სნაიპერმა დონოვან მიტჩელმა მოახერხა.
გუნდებს შორის გადამწყვეტი მეშვიდე მატჩი 1 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
NBA პლეი-ოფი
დასავლეთ კონფერენცია
პირველი რაუნდი
მეექვსე მატჩი
«იუტა» — «დენვერი» — 107:119 (36:30, 20:31, 23:27, 28:31)
სერიის ანგარიში: 3-3