მერაბ დვალიშვილი ფავორიტად სტერლინგს მიიჩნევს

მერაბ დვალიშვილი ფავორიტად სტერლინგს მიიჩნევს UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკელი ალჯამეინ სტერლინგი მსუბუქ წონაში მოქმედ ჩემპიონთან, პიოტრ იანთან, დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია.

— უმეტესობა მიიჩნევს, რომ პიოტრ იანი ფავორიტია სტერლინგთან. რას ფიქრობთ თქვენ?

— რათქმაუნდა, სტერლინგი გაიმარჯვებს ამ ორთაბრძოლაში! რაზე ვსაუბრობთ?! კარგით რა, იანს არცერთ ტოპ მებრძოლთან არ უჩხუბია. თავად განსაჯეთ. ალდომ მინიმუმ ხუთი სუპერ მებრძოლი დაამარცხა, თუმცა კარიერის პიკმა 5-6 წლის წინ ჩაიარა. სტერლინგი ახლა საუკეთესო ფორმაშია. კარგი დარტმის ტექნიკა აქვს, გრეპლინგი კი უბრალოდ შეუდარებელი. ბადესთან მუშაობა, კარდიო, ორთაბრძოლა - ყველაფერი უმაღლეს დონეზე. აღსანიშნავია, რომ გამოცდილების მოგროვებაც მოასწრო, პიოტრ იანმა კარიერის დასასრულს მყოფ ჟოზე ალდოს მოუგო. სხვა ბრძოლებზე აღარაფერს ვიტყვი. 40 წლის კაცი სცემა, რომელიც ტოპ-15-შიც არ შედიოდა.

— როგორი იქნებოდა თქვენი ორთაბრძოლა პიოტრ იანთან?

— სწორად გამიგეთ, იანი საკმაოდ ძლიერია.საკმაოდ რთული ორთაბრძოლა იქნებოდა. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე რთული გამოწვევა იქნებოდა. ალჯამეინ სტერლინგი მას ნამდვილად დაამარცხებდა. ჩემთვის კი რთული იქნებოდა. რათქმაუნდა, აღნიშნული ბრძოლის გამართვის დიდი სურვილი მაქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ იანი ძლიერია.

29 წლის დვალიშვილის ანგარიშზე 11 გამარჯვება და 4 მარცხი ირიცება ММА-ში (4-2 UFC-ში). 16 აგვისტოს ღამეს UFC 252 ტურნირის ფარგლებში ქართველი მებრძოლი ჯონ დოდსონს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მერაბი სტერლინგთან ერთად Serra-Longo Fight Team სპორტ დარბაზში ვარჯიშობს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.