დი მარციო: ტონალი "მილანში" მიდის

გარიგება, არენდის ხელშეკრულების საფუძველზე დაიდება და "როსონერის" მესვეურებს იგი დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ხელშეკრულება ასვე ითვალისწინებს გამოსყიდვის ოფციასაც დამატებით 15 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში. თუ ფეხბურთელი "მილანის" რიგებში გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს, მაშინ "ბრეშა" კიდევ 10 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, თუკი "მილანი" შემდგომში მის გაყიდვას შეეცდება, მაშინ "ბრეშა" სატრანსფერო ღირებულების 10 პროცენტსაც დაეუფლება.
აღსანიშნავია, რომ მილანელებს ფეხბურთელის აუცილებელი გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ არენდის ხარჯს (ბონუს სისტემების ჩათვლით), მაშინ ნათელი ხდება, რომ "როსონერი" ამ უფლებას გამოიყენებს - აცხადებს დი მარციო.
სანდრო ტონალი "ბრეშას" აღზრდილი ფეხბურთელია, მისი დებიუტი 2017 წელს შედგა. მაშინ ხსენებული კლუბი სერია ა-ში ასპარეზობდა. გასულ სეზონში 20 წლის ნახევარმცველმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თავი გამოიჩინა 1 გატანილი გოლით, სულ კი 9 ყვითელი ბარათი მიიღო.