ტიაგო ალკანტარა «ლივერპულის» სამიზნედ რჩება

Mundo Deportivo წერს, რომ 29-წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელის სატრანსფერო დეტალები მხარეებმა უახლოეს დღეებში უნდა შეათანხმონ. აღსანიშნავია, რომ ვაინალდუმის ტრანსფერით მიღებული ფინანსებით მერსესაიდელები მიუნხენის «ბაიერნის» ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას, შეძენას ეცდებიან.
პრესაში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ კატალონიური კლუბისთვის ჯორჯინიო ვაინალდუმის ტრანსფერი პრიორიტეტულია და ნახსენები ფეხბურთელით თავად რონალდ კუმანია დაინტერესებული.
რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას, ამ უკანასკნელს რეკორდმაისტერთან 2021 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით 29 წლის ესპანელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 48 მილიონ ევროს შეადგენს.
2019/20 წლების სეზონში ტიაგომ მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ესპანელი ნახევარმცველის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.