რუმენიგე: ალკანტარას წასვლა სურს

"ტიაგოს, სურს რომ დაგვემშვიდობოს. შესაბამის წინადადებებს, უახლოეს დღეებში ველით. თუკი მოვლენები სწორედ ამგვარი სცენარით წარიმართება, მაშინ ეს ძალიან მტკივნეული მომენტი იქნება."-ციტირებს გამოცემა Die Welt "ბაიერნის" ხელმძღავნელის სიტყვებს.
შეგახსენებთ, დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიაგო ალკანტარას შეძენა საფეხბურთო კლუბ "ლივერპულს" სურს.
ზემოხსენებული ნახევარმცველი "ბარსელონას" აღზრდილი ფეხბურთელია, იგი ამ კლუბის ღირსებას 2008-2013 წლებში იცავდა, შემდგომ "ბაიერნის" მაისური მოირგო და მოქმედი ხელშეკრულების თანახმად 2021 წლამდე გერმანიაში უნდა დარჩეს. გასულ სეზონში ტიაგომ ბუნდესლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 3 გატანილი გოლით.