«ლაციო» ჩირო იმობილეს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

Sport Italia იტყობინება, რომ დიდი ალბათობით იტალიელი ფორვარდი ლაციოსთან 2026 წლამდე გაახანგრძლივებს კონტრაქტს. აღსანიშნავია, რომ 2026 წლისთვის იმობილე 36 წლის იქნება.
transfermarkt-ის ცნობით 30 წლის შემტევის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს. უკვე გავრცელდა ხმები, რომ ჩირო იმობილეს კატალონიის ბარსელონაში ლუის სუარესის შემცვლელად მოიაზრებენ, თუმცა Sport Italia-ს ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ თავდამსხმელი არწივებში დარჩენას ამჯობინებს.
ლაციოში იმობილეს ხელფასი 3,5 - 4 მილიონ ევრომდეა პლუს ბონუსები.
30-წლის იტალიელი ევროპული ლიგების 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ოქროს ბუცი მოიგო.