ლუის სუარესი «იუვენტუსში» გადასვლას ჩქარობს

Tuttosport-ის ცნობით ლუის სუარესი ბარსელონასთან ანაზღაურებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და იტალიაში შეიძლება უსასყიდლოდ გადავიდეს. ესპანელთა მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ურუგვაელის გუნდიდან გაშვების მომხრეა.
ტურინის იუვენტუსის გარდა, ურუგვაელი ფორვარდის შეძენით აიაქსია დაინტერესებული, რომელიც სუარესს წლიური ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს.