ლიონელ მესი «ბარსელონას» ბაზაზე არ მივიდა

წყაროს ცნობით 33-წლის შემტევი ტესტის ჩასაბარებლად ბაზაზე ადგილობრივი დროით 10:15 საათზე უნდა მისულიყო. შესასვლელთან მესის არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ გულშემატკივრებიც ელოდებოდნენ. B/R Football ტვიტერის საკუთარ გვერდზე პატარა დამწუხრებული გულშემატკივრის სურათს ავრცელებს, რომელიც ლეოს ბოლო წუთამდე ელოდა.
A young fan waited for Messi to show up to Barca's pre-season training 💔 pic.twitter.com/AjYfOXqLZF
— B/R Football (@brfootball) August 30, 2020
მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესის გუნდიდან წასვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, ეს უკანასკნელი დღეს ბაზაზე მოვიდა და კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა.
პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის არგენტინელი მომავალშიც არ აპირებს კატალონიური კლუბის ვარჯიშებს დაესწროს, რადგან მიიჩნევს, რომ ბარსელონასთან კონტრაქტი აღარ აკავშირებს.