იბრაკადაბრა დაბრუნდა!

იბრაკადაბრა დაბრუნდა! «მილანის» ტვიტერის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 38 წლის შვედ თავდამსხმელთან შეთანხმება მიღწეულია და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.


«იბრა დაბრუნდა!», — წერია იტალიური კლუბის მიერ გავრცელებულ პოსტში.

იტალიური პრესის ინფორმაციით მხარეებს შორის ხელშეკრულება 1 წლის ვადით გაფორმდება, ხოლო 38 წლის ფორვარდის წლიური ხელფასი 6 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანს 2020 წელს შეუერთდა. იტალიური კლუბის მაისურით იბრაკადაბრამ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 ბურთის გატანა მოახერხა.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.