ლუის ჰემილტონმა ვალტერი ბოთასს გაუსწრო

ლუის ჰემილტონმა ვალტერი ბოთასს გაუსწრო ესპანეთის გრან პრიზე მერსედესის მთავარი მეტოქე ამინდი იქნება. საბურავებთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, რომელმაც დიდ ბრიტანეთში იჩინა თავი, ბევრს სჯეროდა, რომ ესპანეთში ცხელი ამინდი რედ ბულს შანსს მისცემდა.

რბოლაში შესაძლოა, თუმცა კვალიფიკაციაში მერსედესი სხვა კონკურენტებისთვის კვლავინდებურად მიუღწევლად რჩება.

ტოპ 10: ჰემილტონი, ბოთასი, ფერსტაპენი, პერესი, სტროლი, ალბონი, საინსი, ნორისი, ლეკლერი, ჰასლი

კვალიფიკაცია სწორედ ლუის ჰემილტონმა მოიგო, რომელმაც ვალტერი ბოთასს 0,059 აჯობა. მესამე შედეგი მაკს ფერსტაპენმა აჩვენა, ხოლო ტოპ-5 რეისინგ პოინტის პილოტებმა შეავსეს.

კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა რბოლა სებასტიან ფეტელისთვის. გერმანელმა კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა გადამწყვეტ მონაკვეთში შესვლა და სტარტს 11 პოზიციიდან აიღებს. ფერარიდან მისმა თანაგუნდელმა კი მე-9 შედეგი აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ პირველად საკვალიფიკაციო სეზონის მეორე ნაწილში ალფა რომეოთი გასვლა მოახერხა კიმი რაიკომენმა, ხოლო უილიამსმა პირველი ნაწილის გადალახვა ვერ შეძლო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.