«ჩელსი» «რენის» გოლკიპერში 20 მილიონს იხდის

«ჩელსი» «რენის» გოლკიპერში 20 მილიონს იხდის ცნობილი სპორტული ინტერნეტ-პორტალის Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგული «რენის» კარის დარაჯი, ედუარდ მენდი, ლონდონის «ჩელსის» ინტერესთა სფეროში მოექცა.

წყაროს ცნობით ინგლისურმა კლუბმა ტრანსფერის მეორე შეთავაზება გაუგზავნა ფრანგულ გუნდს. ედუარდ მენდის სანაცვლოდ არისტოკრატები მზად არიან 20 მილიონი ევრო გადაიხადონ. Goal.com წერს, რომ ჯერ-ჯერობით დედაქალაქელებს «რენისგან» პასუხი არ მიუღიათ.

28-წლის გოლკიპერს მოქმედი კონტრაქტი რენთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით სენეგალელი ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 7 მილიონ ევროს შეადგენს.

ედუარდ მენდი რენის შემადგენლობაში 2019 წლიდან ირიცხება. სენეგალელმა კიპერმა მიმდინარე სეზონში ერთი შეხვედრა ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.