«ვეგასმა» NHL-ის ახალი რეკორდი დაამყარა

«ვეგასმა» NHL-ის ახალი რეკორდი დაამყარა სტენლის თასის მეორე რაუნდის შეხვედრაში «ვეგასმა» «ვანკუვერის» დამარცხება ანარიშით 3:0 მოახერხა. «გოლდენ ნაითსმა» მოპოვებული წარმატებით ლიგის ახალი რეკორდის დამყარება შეძლო.

NHL-ის გათამაშებაში «ვეგასმა» 38 გამართული შეხვედრიდან 25-ე გამარჯვება იზეიმა. მატჩემის რაოდენობით მიღწეული შედეგი კი NHL-ის ლიგის გათამაშების ახალი რეკორდია.

ლას-ვეგასის გუნდმა მიღწეული შედეგით «აილენდერსისა» და «ედმონტონის» რეზულტატი გააუმჯობესა, რომლებმაც 25 გამარჯვების მოპოვება 43 შეხვედრაში შეძლეს.

სტენლის თასის პლეი-ოფის მორიგი შეხვედრა ვანკუვერ კენაქსისა და ვეგას გოლდენ ნაითსს შორის 31 აგვისტოს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

სერიის ანგარიში 2:1 ლას-ვეგასის გუნდის სასარგებლოდ.
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.