მიდო რონალდ კუმანს აკრიტიკებს

მიდო რონალდ კუმანს აკრიტიკებს ეგვიპტის ეროვნული ნაკრებისა და «აიაქსის» ყოფილმა თავდამსხმელმა ცნობილ სპორტულ ინტერნეტ პორტალ GOAL-თან ინტერვიუში ლიონელ მესის კატალონიიდან სავარაუდო წასვლაზე ისაუბრა.

ეს ყველაზე კარგია, რაც შეიძლება კუმანს დაემართოს. უნდა ითქვას, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი ვერ შეძლებს საკუთარი იმპერიის აშენებას, თუ გუნდში ლიონელ მესი იქნება. კუმანი ჩემი მწვრთნელი იყო 2 სეზონის განმავლობაში და დღემდე განეკუთნება მწვრთნელების იმ კატეგორიას, რომელთაც ძლიერი ხასიათის ფეხბურთელებთან გამკლავება უჭირთ. ჰოლანდიელს გუნდში განსხვავებული აზრის მქონე ფეხბურთელი არ სჭირდება, — აჰმედ ჰოსამ მიდოს ციტირებს GOAL-ი.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის კატალონიის ბარსელონადან წასვლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. ესპანური გრანდი ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობს და ხელშეკრულების იმ პუნქტზე მიანიშნებს, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო 700 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.