ლებრონ ჯეიმსი კვლავ დაუმარცხებელია

ლებრონ ჯეიმსი კვლავ დაუმარცხებელია ლებრონ ჯეიმსის ლოს-ანჯელეს «ლეიკერსმა» NBA-ს პლეი-ოფის მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა. ამ უკანასკნელმა პლეი-ოფის პირველი რაუნდის სერიის მეხუთე შეხვედრაში «პორტლენდი» დაამარცხა 131:122.

ამრიგად ლებრონი პლეი-ოფის პირველ რაუნდში დაუმარცხებელ კალათბურთელად რჩება. აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში ფორვარდმა 14-ჯერ ითამაშა პირველ რაუნდში და არცერთხელ არ დამარცხებულა (14:0).


«პორტლენდთან» შეხვედრაში ლოს-ანჯელესის გუნდის ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა, ტრიპლ-დაბლი შეასრულა. კალათბურთელის ანგარიშზე 36 ქულა, 10 ართმევა და 10 გადაცემაა. ამრიგად, «ლეიკერსის» რიგებში 1988 წლის შემდეგ ლებრონი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 30 ქულიანი ტრიპლ-დაბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა კალათბურთელმა საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო (13).
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.