«ბარსელონაში» მესის სურვილის შესახებ იცოდნენ

«ბარსელონაში» მესის სურვილის შესახებ იცოდნენ ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიის ბარსელონაში ლიონელ მესის უკმაყოფილებისა და კლუბის დატოვების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე იცოდნენ.

Marca გვამცნობს, რომ 33-წლის არგენტინელი ფორვარდი ესპანური გრანდის მესვეურებს ჯერ კიდე ივლისში ესაბრა და შეატყობინა კლუბის დატოვების სურვილი.

ყველა კონტაქტი არაფორმალური იყო, ხოლო კლუბის დატოვებისთვის საჭირო იყო ოფიციალური შეხვედრა და იურიდიული დოკუმენტი, სწორედ ამიტომ ლიონელ მესის ადვოკატებმა ფაქსი გასულ სამშაბათს გააგზავნეს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელის წარმომადგენლება კლუბში შეხვედრის მოთხოვნა გააგზავნეს, რომელი შეხვედრის დროსაც უნდა განხილულიყო ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის პირობები.

მოთხოვნის გაგზავნიდან 24 საათი ისე გავიდა, რომ ხელმძღვანელობისგან ლიონელ მესის წარმომადგენლებს არანაირი პასუხი არ მიუღიათ. როგორც ირკვევა კატალონიელები მხოლოდ 33-წლის არგენტინელთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხისთვის შეიკრიბნენ და არა მესის კლუბის დატოვების მოთხოვნის განსახილველად.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.