კრისტაპს პორზინგისი ტრავმირებულია

პორზინგისმა «კლიპერსის» წინააღმდეგ სერიის პირველ მატჩში მიიღო ტრავმა. ამის შემდეგ გამართულ ორ შეხვედრაში კალათბურთელმა საშუალოდ 28,5 ქულის მოგროვება შეძლო და 10 ართმევა შეასრულა.
პირველ სეზონში «მერვიკსის» შემადგენლობაში პორზინგისმა 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, კალათბურთელის ანგარიშზე 20,4 ქულა, 9,5 ართმევა და 2,0 ბლოკ-შოტია.
უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე დალასმა პირველად მოახერხა პლეი-ოფში გასვლა, ამ წარმატებაში კი დიდი წვლილი სწორედ კრისტაპს პორზინგისს მიუძღვის.