«ბარსაში» ჩირო იმობილეს სუარესის შემცვლელად მოიაზრებენ

წყაროს ცნობით კატალონიელები გუნდიდან ლუის სუარესის წასვლისთვის ემზადებიან და ერთ-ერთ შემცვლელად სწორედ «სევილიას» ყოფილ მოთამაშეს განიხილავენ.
30 წლის იმობილე ამ მომენტში «ლაციოსთან» ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. გავრცელებული ხმების თანახმად იმობილეს წელიწადში სამ მილიონ ევროზე მეტის მირება სურს, თუმცა იტალიელები ჯამაგირის მომატებას არ აპირებენ.
30 წლის იტალიელს მოქმედი კონტრაქტი ლაციოსთან 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. transfermarkt-ის ინფორმაციით ჩირო იმობილეს მიმდინარე სატრანსფერო ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს.
2019/20 წლების სეზონში იმობილემ ლაციოს მაისურით 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 30 წლის შემტევის ანგარიშზე 39 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.