«დალასის» კალათბურთელები სეზონის დასრულებაზე ფიქრობდნენ

«დალასის» კალათბურთელები სეზონის დასრულებაზე ფიქრობდნენ ESPN-თვის მიცემულ ინტერვიუში «დალასის» ცენტრმა დვაით პაუელმა განაცხადა, რომ ვისკონსინის შტატში მომხდარი ინციდენტის გამო, გუნდის კალათბურთელები სეზონის ნაადრევად დასრულებაზე ფიქრობდნენ.

არაერთი კალათბურთელი სერიოზულად დაფიქრდა სეზონის განახლების საკითხზე, რადგან პოლიციის უმოწყალობის პრობლემა და ხალხის რეგულარული სიკვდილი ბევრი მათგანისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა", — დვაით პაუელის სიტყვებს ციტირებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღის გამო NBA-ს მატჩები, რომლებიც 26, 27 და 28 აგვისტოს უნდა გამართულიყო გადაიდო. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად NBA-ს სეზონი 29 აგვისტოს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა ვისკონსინის შტატში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია. პოლიციელმა 29 წლის ფერადკანიანს, ჯეიკობ ბლეიკს, ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ეს უკანასკნელი შეუიარაღებელი საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.