მიკ შუმახერის დებიუტი 2020 წელს შედგება

მიხეილ შუმახერის ვაჟი გერმანელი «ფერარის» ახალგაზრდული აკადემიის წევრია, გუნდის ხელმძღვანელმა მატია ბინოტომ უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მისი დაწინაურების შანსი ძალიან დიდია.
«ფერარი» ამ მომენტში ალფა რომეოსთანაა დაკავშირებული, სადაც ახალგაზრდა პილოტები პრაქტიკას გადიან. ბელგიის გრან პრიზე, ამ გუნდის უფროსმა ფრედერიკ ვასერმა განაცხადა, რომ უმცროსი შუმახერის დებიუტი ფორმულა 1-ში 2020 წელს შედგება.
ვასერის თქმით მიკის პარასკევის ვარჯიშებზე მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.