ისკო მზადაა «მადრიდის რეალი» დატოვოს

El Chiringuito წერს, რომ სამეფო კლუბის მესვეურები ისკოს სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს მოთხოვნას აპირებენ.
transfermarkt-ის ინფორმაციით 28 წლის ესპანელი ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი მადრიდელებთან 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
2019/20 წლების სეზონში ისკომ მადრიდის რეალის მაისურით 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ნახევარმცველის ანგარიშზე 1 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.