«ჩელსი» მზადაა ნ’გოლო კანტე 50 მილიონად გაყიდოს

«ჩელსი» მზადაა ნ’გოლო კანტე 50 მილიონად გაყიდოს ცნობილი სპორტული გამოცემა La Gazetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ინტერი, კვლავინდებურად, ინარჩუნებს ლონდონის ჩელსის ნახევარმცველის, ნ’გოლო კანტეს, მიმართ ინტერესს.

წყაროს ინფორმაციით «არისტოკრატები» მზად არიან 29 წლის ფრანგ ნახევარმცველს შეელიონ, თუმცა სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღება სურთ. როგორც ირკვევა ნერაძურის ლონდონურმა კლუბმა 50 მილიონი ევროს გადახდა მოსთხოვა.

ინტერის მთავარი მწვრთნელს ანტონიო კონტეს ძალიან სურს კანტეს საკუთარ გუნდში ხილვა. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენად შეძლებს ნერაძური ლონდონის ჩელსისთან შეთანხმებას.

transfermarkt-ის ინფორმაციით 29 წლის ნახევარმცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს. კანტე ჩელსიმ 2016/17 წლების სეზონში ლესტერიდან €35.80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

2019/20 წლების სეზონში ნ’გოლო კანტემ ლონდონელების შემადგენლობაში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ