«პსჟ» ლიონელ მესისთვის ბრძოლაში ჩაერთო

«პსჟ» ლიონელ მესისთვის ბრძოლაში ჩაერთო ცნობილი ესპანური სპორტული ინტერნეტ პორტალის Sport.es გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგული «პსჟ» 33-წლის არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

პრესაში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ ლიონელ მესის ესპანური გრანდის დატოვების სურვილი აქვს. ფრანგული კლუბი შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებას აპირებს. «პსჟ»-ს მესვეურებმა უკვე დაადასტურეს 33-წლის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ყიდვის შესაძლებლობა და ტრანსფერისთვის გარკვეული თანხაც გამოყვეს.

ტრანსფერის დეტალებზე სასაუბროდ, «პსჟ»-ს სპორტული დირქტორი უკვე დაუკავშირდა ლიონელ მესის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არგენტინელს მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ბარსელონა ყველანაირად ცდილობს ლიონელ მესის შენარჩუნებას, თუმცა როგორც ჩანს გადაწყვეტილება საბოლოოა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.