L'Equipe: ლიონელ მესის მამა მომავალ კლუბს ასახელებს

წყაროს ინფორმაციით 28 აგვისტოს «პსჟ»-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო ხორხე მესის ესაუბრა. საუბრისას არგენტინელის მამამ განაცხადა, რომ მისმა შვილმა არჩევანი «მანჩესტერ სიტის» სასარგებლოდ გააკეთა და შესაბამისად პარიზში ტრანსფერი აღარ განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ უკვე გაუგზავნა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობას კლუბის დატოვების მოთხოვნა. 33-წლის შემტევი ესპანური გუნდის ღირსებას მთელი პროფესიული კარიერაა იცავს.
2019/20 წლების სეზონში არგენტინელმა ბარსას მაისურით 44 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მესის ანგარიშზე 31 გოლი და 24 შედეგიანი გადაცემაა.
Transfermarkt-ი ლიონელ მესის სატრანსფერო უფლებებს 112 მილიონ ევროდ აფასებს.